Belive

ფაბრიციო რომანო: "ყველაფერი მოგვარებულია - გიუნდოგანი სიტიში დაბრუნდა"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

19 აგვისტოს, დილით, "ბარსელონას" მესვეურებს ილქაი გიუნდოგანთან ჰქონდათ შეხვედრა, სადაც მის მომავალზე ისაუბრეს. ყველას გასაკვირად, 33 წლის გერმანელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კატალონიური გრანდი დატოვოს და კვლავ "სიტიში" დაბრუნდეს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ილქაი გიუნდოგანი დაბრუნდა მანჩესტერ "სიტიში" და კლუბში 2025 წლის ჩათვლით დარჩება.

შეთანხმება მიღწეული იქნა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ და პეპ გვარდიოლამ გუშინ პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ გიუნდოგანის დაბრუნებას მწვანე შუქს უნთებს. აქვე ირკვევა, რომ გიუნდოგანი ბარსას უფასოდ დატოვებს.

გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი - ილქაი გიუნდოგანი, "ბარსელონას" ღირსებას 2023/2024 წლების სეზონიდან იცავს, სადაც 51 ჩატარებულ მატჩში 5 გოლის გატანა და 14 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები