Belive

დევიდ ნერეში: "მე თავს კვარას მემკვიდრედ არ ვგრძნობ"

3 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ბრაზილიელმა შემტევმა დევიდ ნერეშმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. area napoli-სთან ინტერვიუში ნერეშმა აღნიშნა, რომ ის ქართველის შემცვლელად თავს არ გრძნობს. იქვე ისიც დაამატა, რომ მისი წასვლა ძალიან ეწყინა.

თავს კვარას მემკვირედ არ ვგრძნობ. მე დევიდ ნერეში ვარ, დავიბადე სან პაულოში, მესის და რონალდინიოს მითით გავიზარდე. კვარა ტოპ მოთამაშეა. ის ერთ-ერთი იმ მოთამაშეთაგანია, რომელიც კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ადამიანს და როგორც მეგობარს მისი წასვლის გამო, გული ძალიან დამწყდა. - განაცხადა დევიდ ნერეშმა

ბრაზილიელ შემტევს "ნაპოლის" მაისურით 24 მატჩი აქვს ჩატარებული და აქედან სამჯერ მოახერხა მეტოქის დამწუხრება. ამასთან ერთად ნერეშს 8 საგოლე გადაცემაც აქვს შესრულებული.

სხვა სტატიები