გვარდიოლა | როდესაც წარმატება წინასწარ გაქვს გარანტირებული, ეს სპორტი არაა
3 წლის წინ
ფეხბურთი
3 წთ
- ოფიციალურად: ახალი ტურნირი – ევროპის სუპერ ლიგა დაარსდა
- UEFA-მ, შესაძლოა, ევროტურნირებიდან მოხსნას გრანდები, რომლებმაც ევროპის სუპერ ლიგაში მონაწილეობაზე თანხმობა განაცხადეს
- ევროპის სუპერლიგის მომხრე გუნდები უეფა-ს წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებენ
- პერესი: სუპერ ლიგა ფეხბურთის გადასარჩენად შევქმენით
- ყველაფერი, რაც ევროპის სუპერ ლიგის შესახებ უნდა ვიცოდეთ
"ტურინის ფორმატის შესახებ, დამატებით ინფორმაციას არ ვფლობ. არ ვიცი რა შეიქმნა და რა შეიძლება მოხდეს. სიმართლე გითხრათ, მთავარი მწვრთნელები არ ვართ ის ადამიანები, რომელთაც სუპერ ლიგის შესახებ უნდა ჰკითხოთ. ფეხბურთის მომავლის შესახებ, გრანდების მფლობელები უფრო დაწვრილებით ისაუბრებენ." "თავს უხერხულად ვგრძნობ. მთავარ მწვრთნელებს მწირი ინფორმაცია გვაქვს. როდესაც სრულად გავერკვევი, უფრო ამომწურავი პასუხის გაცემას შევძლებ. შემიძლია გესაუბროთ იმის შესახებ, რაც ამ დროისათვის ვიცი - მეტს ვერაფერს გეტყვით." "ეს არ არის სპორტი, როდესაც წარმატება წინასწარ გაქვს გარანტირებული. ეს არ არის სპორტი, როდესაც მარცხს მნიშვნელობა არ აქვს. მოხარული ვიქნები, თუ ევროპის სუპერ ლიგის პრეზიდენტი ვრცელ მოხსენებას გაავრცელებს და მთელს მსოფლიოს აცნობებს, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება." "არ ვიცი, რატომ შეარჩიეს მხოლოდ სპეციფიკური გრანდები და მხოლოდ მათ, რატომ უნდა ითამაშონ. უსამართლოა, როდესაც გუნდი წარმატების მისაღწევად იბრძვის, იკავებს პირველ ადგილს და ტურნირზე ვერ ხვდება, რადგან მისი კუთვნილი ადგილი გრანდებმა წინასწარ დაიკავეს", - აღნიშნა პეპ გვარდიოლამ.