Belive

გრილიში: ,,ჰოლანდს ვუთხარი, რომ არც კი ვიცოდი, საჯარიმოს გარედანაც თუ შეეძლო გოლის გატანა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' შემტევმა, ჯეკ გრილიშმა, მის თანაგუნდელზე, ერლინგ ჰოლანდზე, ისაუბრა:

,,ამ სეზონში ჩვენს შემადგენლობაში მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი თამაშობს. ჰოლანდი შეპყრობილია გოლების გატანით და მუდამ მეტოქის საჯარიმოში ყოფნით. ეს ფორვარდისთვის ბრწყინვალე თვისებაა. ვფიქრობ, მას უბრალოდ საჯარიმოში პასები უნდა გავუკეთოთ.

ერთხელ ვუთხარი, რომ არც კი ვიცოდი, საჯარიმოს გარედანაც თუ შეეძლო გოლის გატანა,'' - გრილიშის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.

მიმდინარე სეზონში ჰოლანდის ანგარიშზე ,,სიტის” მაისურით ჩატარებულ 10 შეხვედრაში 14 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

ნორვეგიელმა თავი პრემიერლიგის მე-7 ტურში, ,,ვულვზთან'' მოგებულ მატჩშიც, გამოიჩინა და გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც გოლის გატანა ინგლისის ჩემპიონატის პირველ 4 გასვლით თამაშში შეძლო.

სხვა სტატიები