Belive

გვარდიოლა რეალს: ,,ფრთხილად იყავით, 13 თასით ჩამოგრჩებით, მაგრამ მოვდივართ!''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის შემდეგ, ,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მადრიდის ,,რეალის'' შესახებ დასმულ შეკითხვას ხუმრობით უპასუხა:

,,მადრიდის ,,რეალი''? მათ მხოლოდ 13 თასით ჩამოვრჩებით, მხოლოდ 13-ით, ამიტომ ფრთხილად იყავით, რადგან მოვდივართ! ცოტას თუ მოეშვებით, დაგეწევით...

ჩვენ ერთმანეთს ვერ შევედრებით, ჯერ ჩვენთვის ეს მხოლოდ პირველი თასია,'' - თქვა პეპმა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში ,,მანჩესტერ სიტიმ” ,,ინტერს” 1:0 მოუგო და ტურნირის გამარჯვებული პირველად გახდა.

გვარდიოლა პირველი მწვრთნელია ისტორიაში, რომელმაც ტრებლის მოგება ორჯერ შეძლო.

სხვა სტატიები