Belive

"უნდა გაბრაზდე" - პეპ გვარდიოლას მიმართვა ჯეკ გრილიშს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გრილიშსა და დოკუს შორის, მანჩესტერ სიტის მარცხენა შემტევის პოზიციაზე სერიოზული კონკურენციაა და პეპ გვარდიოლას არჩევანში დილემა აქვს. დოკუ ქალაქელებს ასტონ ვილადან შეუერთდა და სიტის უკანასკნელ შეხვედრაში თავი გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი პრემიერ ლიგის ისტორიაში, ვისაც ოთხი საგოლე გადაცემა გაუკეთებია. ჯერემი დოკუს ბრწყინვალე პერფორმანსის შემდეგ, პეპ გვარდიოლამ მარცხენა ფლანგზე არსებულ კონკურენციაზე ისაუბრა.

"მე მინდა ჯეკი გაბრაზებული იყოს და მსურს, რომ კარგად ითამაშოს. ჯეკ, მინდა რომ გაბრაზდე. ეს უმნიშვნელოვანესია გუნდის თანმიმდევრულობისა და სტაბილურობისთვის. ჩვენ ყველა ფეხბურთელი გვჭირდება, ოლდ ტრაფორდზე გრილიშის თამაში სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგვეხმარა, ის ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო მოედანზე. - განუცხადა გვარდიოლამ BBC Sport-ს.

სხვა სტატიები