UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში, “რეალი” “მანჩესტერ სიტის” დაუპირისპირდა. მადრიდში, “სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული მატჩი, "ბლანკოსის" მარცხით, ანგარიშით 1:2 დასრულდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე პეპ გვარდიოლამ აღნიშნა: "თუ არსებობს გუნდი, რომელსაც ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ, ნებისმიერ სიტუაციაში ქამბექის გაკეთება შეუძლია ეს "რეალია". ჩვენ გავუშვით გოლი, როდესაც უკეთ ვთამაშობდით და მათ გაუშვეს გოლი, როდესაც უკეთ თამაშობდნენ."
"ჩემპიონთა ლიგის მთავარი ხიბლიც სწორედ ესაა. ჯერ არაფერია გადაწყვეტილი მაგრამ "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამარჯვება გასაოცარია - ასეთ რამ ხშირად არ ხდება. ანგარიშის გატანაბრება გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა, თუმცა მატჩის განმავლობაში არაერთი კარგი მომენტი შევქმენით."
"დარწმუნებული ვარ ზიდანი ჩანაწერს აქტიურად შეისწავლის და შესაბამის ზომებს მიიღებს. ოპონენტებს შეზლებისდაგვარად ვაკვირდები. "რეალს" პრემიერ ლიგის შესვენების პერიოდში, 10 დღის განმავლობაში ვაკვირდებოდი. გადაწყვეტილებები მათი ქმედებების შემდეგ მივიღე. მოწინააღმდეგის თამაშებს ყოველთვის ვადევნებ თვალს, რათა მათ შევუტიო."