ლა ლიგის მე-13 ტურში ისტორიული ფაქტი დაფიქსირდა
ლა ლიგის მიმდინარე სეზონის მე-13 ტური განსაკუთრებული გამოდგა.
საქმე ისაა, რომ გასულ ტურში გოლის გატანა ესპანეთის ჩემპიონატში მონაწილე 20-ვე გუნდმა შეძლო, რაც 1960-1961 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა.
მე-13 ტურის მატჩები 11-13 ნოემბერს გაიმართა, თუმცა ,,მალიორკასა'' და ,,კადისის'' შეხვედრა გადაიდო და გუშინ ჩატარდა (თამაშის გადადების მიზეზი კოსოვოს ნაკრებში ვედატ მურიქის გამოძახება იყო, 12 ნოემბერს, კოსოვოსა და ისრაელს შორის, ოქტომბერში გადადებული შეხვედრა გაიმართა).
მე-13 ტურის ყველა მატჩის შედეგი:
ბილბაო 4:3 სელტა
რაიო ვალეკანო 1:2 ჟირონა
ალმერია 1:3 სოსიედადი
ოსასუნა 1:1 ლას პალმასი
გრანადა 1:1 ხეტაფე
რეალი 5:1 ვალენსია
ბარსელონა 2:1 ალავესი
სევილია 1:1 ბეტისი
ატლეტიკო 3:1 ვილიარეალი
მალიორკა 1:1 კადისი
ლა ლიგის 14 ტურის შემდეგ, პირველ ადგილს 35 ქულით მადრიდის ,,რეალი'' იკავებს. 35 ქულა აქვს მეორეადგილოსან ,,ჟირონასაც''.
Matchday 13 in La Liga was historic as all the teams scored at least a goal in a single gameweek for the first time since the 1960/61 season. 🤯🇪🇸 pic.twitter.com/QOs2ohymRB
— LaLigaExtra (@LaLigaExtra) November 30, 2023