კორონავირუსის გამო პრემიერ ლიგა და არა მარტო პრემიერ ლიგა უკვე დიდი ხანია შეწყვეტილია.
ინგლისში სიტუაცია ნელ-ნელა ლაგდება და დაიწყო საუბრები სეზონის განახლებასთან დაკავშირებით.
პარასკევს ინგლისის გუნდების მესვეურები შეიკრიბნენ და უმეტესმა ნაწილმა სეზონის გაგრძელებას მხარი დაუჭირა.
"Sky Sport-ზე" დაყრდნობით ვიგებთ, რომ გუნდები მალე ვარჯიშს განაახლებენ და შეხვედრები 8 ივნისს დაიწყება.
საუბრები მიდის იმის შესახებ თუ რა სიხშირით ჩატარდება ტურები, რადგან აგვისტომდე ყველაფერი უნდა დამთავრდეს. პრემიერ ლიგის დასრულებამდე კი 9 ტურია დარჩენილი.
ინგლისის პრემიერ ლიგის ხელმძღვანელები, მთავრობისგან დასტურს ელოდებიან, რათა ძალაში შეიყვანონ თავიანთი გეგმა.
ბრიტანეთის საგარეო საქემთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი კიდევ 3 კვირის განმავლობაში იქნება ჩაკეტილი.
საბოლოო ჯამში, თუ მთავრობა თანხმობას განაცხადებს, პრემიერ ლიგა 8 ივნისს განახლდება.