Belive

გვარდიოლა კლოპზე: "გერმანიის ნაკრები მასთან ერთად კვლავ მწვერვალზე დაბრუნდება"

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

პეპ გვარდიოლამ გერმანიის ნაკრებში იურგენ კლოპის მუშაობა შეაფასა და მის მიმართ აღფრთოვანება გამოხატა. ესპანელის თქმით, კლოპის გუნდების მთავარი უპირატესობა ინტენსიური პრესინგი და სწრაფი, პირდაპირი თამაშია. გვარდიოლამ გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის არჩევანი დადებითად შეაფასა. მისი აზრით, კლოპის დანიშვნა საუკეთესო გადაწყვეტილება იყო.

მისი აზრით, კლოპს შეუძლია, რომ ნაკრები მსოფლიო ფეხბურთის მოწინავე პოზიციაზე დააბრუნოს და გულშემატკივრებს ეროვნული გუნდის მიმართ სიამაყე და ენთუზიაზმი კვლავ გაუღვივოს. პეპმა კლოპთან წარსული დაპირისპირებებიც გაიხსენა და გერმანელი თავისი სამწვრთნელო კარიერის ყველაზე დიდ მეტოქედ დაასახელა.

ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მის მიმართ ჩემ აღფრთოვანებას სიტყვებით ვერ გადმოვცემ. კლოპი ისეთი პიროვნება და სპეციალისტია, რომელიც საფეხბურთო სამყაროს უკეთესს ხდის. მისი მოთამაშეები ყველა ბურთისთვის იბრძვიან, მათი თამაში კი გამორჩეულია. როდესაც კლოპის გუნდს ვუყურებ, ხშირად ვფიქრობ, რომ ეს უმაღლესი დონის ფეხბურთია. მას ქარიზმა და ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ის თავისი სათამაშო ფილოსოფიითა და სტილით ფეხბურთელებს მოხიბლავს.

იურგენის წინააღმდეგ ძალიან ბევრჯერ მითამაშია. მან ჩემზე მეტი მატჩი მოიგო. თითოეული დაპირისპირებიდან ყოველთვის რაღაც ახალს ვსწავლობდი. ძალიან გამიხარდა, რომ სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდა. ფეხბურთს მისი მსგავსი ფიგურები ძალიან სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემთვის ყველაზე დიდი მეტოქე იყო, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთს და მეგობრებად ვრჩებოდით. - პეპ გვარდიოლა

სხვა სტატიები