Belive

გვარდიოლა: ,,ხავი შესანიშნავი მწვრთნელია, რომელიც ბარსელონას ისე იცნობს, როგორც საკუთარ სახლს''

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პეპ გვარდიოლამ კატალონიის ,,ბარსელონას'' მთავარ მწვრთნელზე, ხავიზე, ისაუბრა:

,,ბარსელონას ახლა შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც ამ კლუბს ისე იცნობს, როგორც საკუთარ სახლს. იცის, როგორ მუშაობს ამ გუნდის მექანიზმი, რომელმაც ლა ლიგა მოიგო, ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი.

იმედი მაქვს, რომ ის ,,ბარსელონაში'' კიდევ ბევრი წელი დარჩება. და როცა ხავი გადაწყვეტს, რომ მისი დრო ამოიწურა, სხვა მოვა. ეს ეტაპებია,'' - განაცხადა გვარდიოლამ.

გვარდიოლამ დღეს ასევე განაცხადა, რომ ,,ბარსელონაში'' მისი შესაძლო დაბრუნების შესახებ არანაირი მოლაპარაკებები არ არსებობს.

სხვა სტატიები