Belive

ჰოლანდმა გაბრიელს თავში ბურთი განზრახ გაარტყა - ნორვეგიელს არ დასჯიან

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პრემიერ ლიგამ გადაწყვეტილება მიიღო იმის შესახებ, დაისაჯოს თუ არა ერლინგ ჰოლანდი გაბრიელ მაგალაესთან მომხდარი ინციდენტის გამო, "მანჩესტერ სიტისა" და "არსენალს" შორის ფრედ 2:2 დასრულებული მატჩის დროს.

ინციდენტი მოხდა რამდენიმე წამში მას შემდეგ, რაც ჯონ სტოუნზმა 98-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში და სიტის საშინაო შეხვედრაში ქულა გადაურჩინა. ერლინგ ჰოლანდი კარში ბურთის გამოსატანად შევარდა, ცენტრისკენ წამოღების ნაცვლად კი გაბრიელ მაგალაესს თავში განზრახ გაარტყა.

ჰოლანდი ამით არ გაჩერებულა და ფინალური სასტვენის შემდეგ რამდენიმე ოპონენტთან კამათიც ჰქონდა, რამაც ორივე გუნდის ფეხბურელებს შორის დაპირისპირება გამოიწვია. პრემიერლიგამ გადაწყვიტა გადაეხედა გაბრიელის ინციდენტის კადრებზე, რათა დაედგინა საჭირო იყო თუ არა რაიმე ფორმით ნორვეგიელის დასჯა. იმის გამო, რომ ინციდენტი მსაჯმა, მაიკლ ოლივერმა ვერ შეამჩნია, პრემიერლიგა იტოვებს უფლებას ასეთი ეპიზოდები თავად გადაწყვიტოს.

როგორც The Telegraph-ის ჟურნალისტმა ჯეკ გოგანმა თქვა, ჩემპიონატის ხელმძღვანელობამ კადრებში ვერ დაინახა რაღაც ისეთი, რის გამოც ჰოლანდს რაიმე ფორმის სანქცია დაეკისრებოდა, ნორვეგიელი თავდამსხმელი ამ ეპიზოდიდან სასჯელის გარეშე გამოვა.

სხვა სტატიები