Belive

"ჰოლანდი მოედანზე გასასვლელად მზადაა" - პეპ გვარდიოლა

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

31 იანვარს, 23:30 საათზე, პრემიერ ლიგის 22-ე ტურში, "მანჩესტერ სიტისა" და "ბარნლის" დაპირისპირება შედგება. ბრიტანულ მედია საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, აღნიშნულ მატჩში ერლინგ ჰოლანდიც მიიღებს მონაწილეობას.

დაახლოებით 2-თვიანი პაუზის შემდეგ, ერლინგ ჰოლანდი მოედანს უბრუნდება. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ნორვეგიელმა ვარსკვლავმა ტრავმა სრულად მოირჩინა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვითაც ივარჯიშა. "ქალაქელთა" მთავარმა მწვრთნელმა - პეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ ჰოლანდი სათამაშოდ მზადაა და უდიდესი ალბათობით, მას "ბარნლისთან" გასამართ მატჩში ვიხილავთ.

შეგახსენებთ, ერლინგ ჰოლანდმა ტრავმა 6 დეკემბერს, "ასტონ ვილას" წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიღო.

სხვა სტატიები