გვარდიოლა: ,,იმდენივე მატჩს ვატარებთ, რამდენიც NBA-შია, მაგრამ მათ 4-თვიანი შესვენება აქვთ''
2 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, გადატვირთულ კალენდარზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:
,,წინა სეზონებში ბევრი მატჩი ჩავატარეთ. ალბათ, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თუ გავალთ, 70-ზე მეტი შეხვედრის გამართვა მოგვიწევს.
70 თამაში... ეს NBA-ს ჰგავს, თუმცა NBA-ში სეზონებს შორის 4-თვიანი შესვენებაა, ჩვენ კი სულ 3 კვირით ვისვენებთ. და როცა ასე ხდება, ტრავმების რაოდენობაც იმატებს.'' - პეპ გვარდიოლა
ამ მომენტისთვის ,,მანჩესტერ სიტის'' რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის როდრი, ჯონ სტოუნსი, ჯეკ გრილიში და რუბენ დიაში არიან. დაზიანება აწუხებს კევინ დე ბრუინესა და სავინიოსაც.
პრემიერლიგის 10 ტურის შემდეგ ,,ქალაქელები'' 23 ქულით სატურნირო ცხრილის მე-2 პოზიციაზე არიან და ლიდერ ,,ლივერპულს'' 2 ქულით ჩამორჩება.
🗣️ Pep Guardiola: "We could play more than 70+ games this season after the FIFA Club World Cup. That is like the NBA - but they have 4 months holidays and we have only 3 weeks holidays!" pic.twitter.com/sRqmKqntrK
— Football Tweet ⚽ (@Football__Tweet) November 4, 2024