Belive

გვარდიოლა: ,,მერჩივნა, მოგვეგო, თუმცა რეალს ვულოცავ''

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მადრიდის ,,რეალთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩემს ფეხბურთელებს მადლობას ვუხდი, რადგან მთელი გულით ითამაშეს. თუმცა, ფეხბურთში მთავარი მოგებაა და ჩვენ ამისთვის საკმარისი არ გავაკეთეთ.

პენალტებში ზოგჯერ იმარჯვებ, ზოგჯერ კი - ვერა, მაგრამ მატჩში შექმნილი მომენტები ვერ გამოვიყენეთ.

მერჩივნა მოგვეგო, თუმცა რეალს ვულოცავ! არაჩვეულებრივად ვითამაშეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, მომდევნო ეტაპზე ვერ გავედით, ასე რომ, რაც არის, არის... - პეპ გვარდიოლა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,რეალმა'' ,,მანჩესტერ სიტი'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

ნახევარფინალში ,,სამეფო გუნდის'' მეტოქე მიუნხენის ,,ბაიერნი'' იქნება, რომელმაც დღეს ,,არსენალს'' მოუგო.

სხვა სტატიები