UEFA-მ წესები შეარბილა | მანჩესტერ სიტი და ჟირონა ჩემპიონთა ლიგაზე ერთად ითამაშებენ
მომავალი საკლუბო სეზონის წინ, UEFA-მ რამდენიმე კლუბის ერთი მფლობელის მიმართ წესები შეარბილა. უეფამ დაადგინა, რომ მრავალკლუბური წყვილი - "მანჩესტერ სიტი" და "ჟირონა", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ნიცა", 2024-25 წლების სეზონის განმავლობაში, ერთსა და იმავე ევროპულ საკლუბო შეჯიბრებებში ასპარეზობას შეძლებენ.
უეფამ ამ კლუბებთან დაკავშირებული პოტენციური კონფლიქტის შესახებ წარმოება დაიწყო. უეფას წესებში ნათქვამია, რომ არცერთ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს არ შეუძლია ჰქონდეს „კონტროლი ან გავლენა“ უეფას საკლუბო შეჯიბრში მონაწილე ერთზე მეტ კლუბზე. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო უნდა დარწმუნდეს, რომ შესაბამისი კლუბები ცალკეული სუბიექტები არიან - თავიანთი ტურნირების მთლიანობის შესანარჩუნებლად.
City Football Group (CFG)-ს, რომელიც მანჩესტერ სიტის მფლობელი კომპპანიაა, ლა ლიგის გუნდ ჟირონას 47%-იანი წილი აქვს. ჟირონამ გასულ სეზონში, ისტორიაში პირველად მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური. The Athletic-მა მაისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ CFG და UEFA აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს იმის თაობაზე, თუ როგორ მიეცათ ჟირონასთვის და სიტისთვის ნება, რომ ორივეს ეთამაშათ ჩემპიონთა ლიგის 2024-25 წლების სეზონში.
ფრანგული კლუბი "ნიცა" სერ ჯიმ რატკლიფის კომპანია INEOS- ს ეკუთხვნის. ამავე კომპანიას "მანჩესტერ იუნაიტედის" 29%-იანი წილი და საფოხბურთო ოპერაციების სრული კონტროლი აქვს, თუმცა ევროპის ლიგაზე ორივე გუნდი დაშვებულია.
დასაბუთებაში UEFA წერს, რომ ინვესტორების მიერ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელების შემდეგ, როგორც ნიცაში, ასევე ჟირონაში, არავის აქვს „კონტროლი ან გადამწყვეტი გავლენა“ ორივე გუნდზე.