გვარდიოლა: ,,ევროპის ჩემპიონი იმიტომ ვარ, რომ თავდამსხმელმა სამი მეტრიდან ვერ გაგვიტანა''
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომელუ ლუკაკუს გაფუჭებული მომენტი გაიხსენა. ესპანელი სპეციალისტის თქმით, ,,ბარსელონაში'' ხავის დრო უნდა მისცენ:
,,ხავის ცოტა დრო მიეცით, ჩვენ 8 წელი დაგვჭირდა იმისთვის, რომ ჩემპიონთა ლიგა მოგვეგო...
ევროპის ჩემპიონი იმიტომ ვარ, რომ მეტოქე გუნდის თავდამსხმელმა თავით სამი მეტრიდან ვერ გაგვიტანა,'' - განაცხადა გვარდიოლამ.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,ინტერს'' 1:0 მოუგო. მატჩის მიწურულს ,,ნერაძურის'' გათანაბრება შეეძლო, თუმცა რომელუ ლუკაკუმ რეალური შანსი ვერ გამოიყენა.
Pep Guardiola said this about Romelu Lukaku's missed header in the Champions League final 😳 pic.twitter.com/CYlfC36CfG
— ESPN FC (@ESPNFC) June 19, 2023