გვარდიოლას ოპერაცია ჩაუტარდა | პეპი სიტის 2 მატჩს გამოტოვებს
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ სიტის" ტრავმირებულთა რიგებს კიდევ ერთი ადამიანი შეემატა. ბრიტანული მედიის ცნობით, გუნდის მთავარ მწვრთნელს, პეპ გვარდიოლას, ზურგის არეში არსებული ტკივილის გამო, გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ესპანელ სპეციალისტს ოპერაცია ბარსელონაში ჩაუტარდა, სადაც იგი რებილიტაციის პროცესშიც გაჩერდება და გუნდს სანაკრებო შესვენებისას დაუბრუნდება. ინფორმაციას "სიტის" ვებგვერდიც ადასტურებს.
სანაკრებო მატჩებამდე, "სიტის" კალენდარში 2 მატჩია მონიშნული - "შეფილდთან" და "ფულემთან" შეხვედრაში, გუნდს გვარდიოლას ასისტენტი, ხუანმა ლილიო უხელმძღვანელებს.
შეგახსენებთ, "სიტი" ერთ-ერთია იმ სამი გუნდიდან, რომელსაც პრემიერ ლიგის ახალ სეზონში ჩატარებულ 2 შეხვედრაში 6 ქულა აქვს მოპოვებული, თუმცა აღსანიშნავია, რომ ერთადერთია, რომელსაც გოლი ჯერ არ გაუშვია.