გვარდიოლა: ,,ეს იმიტომ მოხდა, რომ რეალი განსაკუთრებული გუნდია''
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, ,,რეალთან'' წაგებულ მატჩზე ისაუბრა.
,,ქალაქელები'' მეტოქეს 2-ჯერ უგებდნენ, თუმცა, საბოლოოდ, 92-ე წუთზე გატანილი გოლით დამარცხდნენ:
,,ეს ამ სეზონში პირველი შემთხვევა არ არის, სამწუხაროდ, უკვე ბევრჯერ მოხდა... ცუდი გადაწყვეტილებები! სულ ეს არის... ეს ყველას ეხება.
მადრიდის რეალის დონის შესახებ კარგად ვიცი. მეორე ტაიმში ვცდილობდით, რომ სწრაფად შეგვეტია, თუმცა სიზუსტე დაგვაკლდა. ზოგჯერ საუკეთესო თამაშს ვერ აჩვენებ, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ რეალი განსაკუთრებული გუნდია.
საპასუხო მატჩი? რა თქმა უნდა, რთული იქნება. ძალები უნდა აღვიდგინოთ. ახლა მხოლოდ ნიუკასლზე ვფიქრობ, შემდეგ კი რეალთან თამაშზე.'' - პეპ გვარდიოლა
ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის პირველ შეხვედრაში ,,მანჩესტერ სიტიმ'' ,,რეალთან'' 2:3 წააგო. გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 20 თებერვალს, მადრიდში გაიმართება.