Belive

ინგლისურ მედიაში მანჩესტერ სიტის მთავარი სატრანსფერო სამიზნე სახელდება

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მას შემდეგ რაც ,,მანჩესტერ სიტიმ'' ფლორიან ვირცის ტრანსფერზე მუშაობა შეწყვიტა, კლუბის მთავარი სატრანსფერო სამიზნე ,,ნოტინგემ ფორესტის'' ნახევარმცველი, მორგან გიბს-უაითი გახდა.

talkSPORT-ის ინფორმაციით, ,,ქალაქელები'' ინგლისელს კევინ დე ბრუინეს შემცვლელად განიხილავენ, რომელიც კლუბს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

მანჩესტერულ გუნდში მიაჩნიათ, რომ გიბს-უაითის გადაბირების შანსი განსაკუთრებით იმ შემთხვევაში გაიზრდება თუ ,,ფორესტი'' ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ შეძლებს.

მიმდინარე სეზონში 25 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,ნოტინგემის'' მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 7 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები