გვარდიოლა: ,,არ მინდა, რომ რომელიმე გუნდს უბრალოდ გაუმართლოს''
,,მანჩესტერ სიტის'' მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, მადრიდის ,,რეალთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,მას შემდეგ, რაც აქ ვარ, ხვალ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია. ამას ვერ უარვყოფთ. ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ისიამოვნონ. ფინალში გასასვლელად მხოლოდ ერთი თამაშის მოგება გვჭირდება.
არ მინდა, რომ რომელიმე გუნდს უბრალოდ გაუმართლოს, იმედი მაქვს, მოიგებს ის, ვინც ამას დაიმსახურებს. იმედია, ეს გუნდი ჩვენ ვიქნებით. მადრიდის ,,რეალის'' დასამარცხებლად საჭიროა, რომ ფეხბურთელებმა წარმოუდგენელად ითამაშონ.
სახლში თავს უფრო თავისუფლად ვგრძნობთ, დანარჩენს კი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ვიყოთ ის, ვინც ვართ, სულ ესაა... ჩემპიონთა ლიგის ათ ნახევარფინალში ვითამაშე და მათგან 7 წავაგე. ვიცი, ეს რასაც ნიშნავს, მაგრამ ფეხბურთში ბევრი რამაა ისეთი, რასაც ვერ აკონტროლებ,'' - განაცხადა გვარდიოლამ.
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში ,,მანჩესტერ სიტი'' მადრიდის ,,რეალს'' უმასპინძლებს.
გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.