Belive

"ყოველთვის გვემახსოვრები" - ტრენტმა და ხაბი ალონსომ ენფილდზე ჟოტას მემორიალი მოინახულეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

4 ნოემბერს ენფილდი ჩემპიონთა ლიგის მორიგ ჯადოსნურ საღამოს უმასპინძლებს - 23:55 საათზე, ლივერპული მადრიდის რეალს დაუპირისპირდება და საკუთარი გულშემატკივრის წინაშე გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

მატჩამდე 24 საათით ადრე, ემილიო ბუტრაგენიომ, დინ ჰაუსენმა, ტრენტ ალექსანდრ არნოლდმა და ხაბი ალონსომ ენფილდზე დიოგო ჟოტას მემორიალი მოინახულეს და ყვავილებით შეამკეს. ტრენტმა ყოფილი თანაგუნდელის მემორიალზე სამახსოვრო ბარათიც დატოვა.

ჩემო მეგობარო დიოგო,

ძალიან გვენატრები და ამავდროულად ძალიან გვიყვარხარ. შენ და ანდრე მუდამ ჩვენს მოგონებებში იქნებით. ღიმილით ვიხსენებ ყველა იმ მოგონებას, რომელიც გვაკავშირებს და ვიხსენებ იმ დიდებულ დროს, რომელიც ერთად გვაქვს გატარებული. მენატრები ჩემო მეგობარო. - ტრენტ ალექსანდრ არნოლდი.

ტრენტი ლივერპულის აკადემიის აღზრდილია და მერსისაიდელებთან ერთად, პრემიერ ლიგის ნანატრი ტიტული და ჩემპიონთა ლიგა მოიგო, რის შემდეგაც კარიერის რეალში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. რაც შეეხება ხაბი ალონსოს - 2004-09 წლებში, პროფესიონალური საფეხბურთო კარიერის გამორჩეული ეტაპი ასევე ლივერპულში გაატარა და 2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ჯადოსნური ფინალის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია.

სხვა სტატიები