პეპ გვარდიოლა: "დე ბრუინე კლუბს არ დატოვებს"
"მანჩესტერ სიტის" მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი, კევინ დე ბრუინე, მომავალ სეზონში კლუბში დარჩება. ზაფხულში ბელგიელის საუდის არაბეთში ტრანსფერს მაღალი ალბათობით განიხილავდნენ, თანაც იმ ფონზე, რომ კევინმა თავად განაცხადა, საუდის პრო ლიგის შეთავაზებას განიხილივდა, რადგან იქ "წარმოუდგენლად მაღალი" ანაზღაურებაა.
კევინი არ მიდის! თუ ვინმეს წასვლა უნდა, ამაზე დალაპარაკებას კიდევ მოვასწრებთ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ბევრი დროა.
არ გამოვრიცხავ ახალი მოთამაშეების დამატებას, როგორც ვარიანტს, მაგრამ ვფიქრობ, 85, 90, 95% არის შანსი, რომ იგივე შემადგენლობა გვეყოლება - უთხრა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებს
🗣️ "Kevin is not going"
— Sky Sports Premier League (@SkySportsPL) July 23, 2024
Pep Guardiola confirms Kevin de Bruyne will not leave Manchester City this summer 🔵pic.twitter.com/t0CSPwYaVm
ბელგიელს კონტრაქტი მომავალ ზაფხულს უმთავრდება, თუ ფეხბურთელს წასვლა აქვს გადაწყვეტილი, ლოგიკურია, რომ თავისუფალ აგენტობამდე, გუნდს მისი რაც შეიძლება მაღალ ფასად გაყიდვა სურდეს, თუმცა ეს მანჩესტერ სიტის ინტერესებში არაა. გასულ სეზონში, კევინ დე ბრუინემ სეზონის პირველი ნაწილი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა დაბრუნების შემდეგ, უდიდესი როლი ითამაშა ქალაქელებისთვის ზედიზედ მეოთხე პრემიერლიგური ტიტულის მოპოვებაში. ბრაზილიელი მეკარეს, ედერსონსაც საუდის არაბეთს უკავშირებდნენ, თუმცა პეპს იგივე შემადგენლობის შენარჩუნება უნდა. ამ წუთისთვის სიტის რადარზე "კრისტალ პალასისა" და ინგლისის ნაკრების ფეხბურთული ებერეჩე ეზეა, რომლის დამატებასაც ესპანელი ერთ-ერთ ვარიანტად განიხილავს.