Belive

გურამ კაშიას სლოვანი ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა ზრინსკისა და სლოვან ბრატისლავას შორის ფრედ, 2:2 დასრულდა. შედეგად, 2 მატჩის ჯამში სლოვაკურმა გუნდმა 6:2 იმარჯვა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

წინა მატჩის მსგავსად, სლოვანის ძირითად შემადგენლობაში ითამაშა გურამ კაშიამ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა.

მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვან ბრატისლავას მეტოქე კაირათი იქნება. ყაზახურმა გუნდმა კუპსთან პირველი შეხვედრა 0:2 დათმო, თუმცა დღეს 3:0 მოიგო და მომდევნო ეტაპზე გასვლა შეძლო.

გუნდებს შორის პირველი მატჩი 5 ან 6 აგვისტოს ყაზახეთში გაიმართება, საპასუხო შეხვედრას კი 12 აგვისტოს სლოვაკეთი უმასპინძლებს.

სხვა სტატიები