Belive

შახტარმა მოიგო, სლოვანი დამარცხდა | ორივე ქართველის შეფასება

4 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

კონფერენს ლიგის მე-3 ტურის შეხვედრაში ორი ქართველი ფეხბურთელის გუნდმა უკვე ითამაშა. ირაკლი აზაროვის დონეცკის შახტარმა ბრეიდაბლიკი 2:0 დაამარცხა, ხოლო კუპსმა გურამ კაშიას ბრატისლავის სლოვანი 3:1 დაამარცხა.

ირაკლი აზაროვმა შეხვედრა ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა, ქართველმა ფეხბურთელმა 4 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 3-ში გაიმარჯვა, ბურთს 88-ჯერ შეეხო და 70 გადაცემიდან 63 ზუსტად შეასრულა (90%).

ირაკლი აზაროვის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 7.6

  • Flashscore - 7.2

შახტარი კონფერენს ლიგის ცხრილში 6 ქულით (2 მოგება, 1 მარცხი) მე-7 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი უკრაინის ჩემპიონატის ეგიდით 9 ნოემბერს, პოლტავას წინააღმდეგ გამართავს.

გურამ კაშიამ კუპსის წინააღმდეგ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 73-ე წუთზე შეცვალეს, ქართველმა ფეხბურთელმა 3 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 1-ში გაიმარჯვა, ერთხელ ბურთი მოიგერია და მეტოქეს მომენტი არ შეაქმნევინა, 5-ჯერ ჩაჭრა, 3-ჯერ დარტყმული დაბლოკა, ბურთს 59-ჯერ შეეხო და 47 გადაცემიდან 39 ზუსტად შეასრულა (83%).

ბრატისლავის სლოვანი კონფერენს ლიგაზე 3 ტურის შემდეგ უქულოდაა და 36-გუნდიან ცხრილში 33-ე ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 9 ნოემბერს, კომარნოს წინააღმდეგ გამართავს.

View this post on Instagram

A post shared by ŠK Slovan Bratislava (@skslovanbratislava)

სხვა სტატიები