,,გუნდს ბოდიშს ვუხდი'' - საბა გოგლიჩიძე ინტერთან მატჩის შემდეგ
5 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
,,ემპოლის'' მცველმა, საბა გოგლიჩიძემ, ,,ინტერთან'' მატჩში მიღებული წითელი ბარათის გამო, გუნდს მოუბოდიშა. ქართველმა მცველმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა:
,,ვიღებ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვუხდი გუნდს.
მჯერა, რომ ამ შეცდომისგან ბევრს ვისწავლი!'' - საბა გოგლიჩიძე
იტალიის სერია A-ს მე-10 ტურში ,,ემპოლიმ'' ,,ინტერს'' უმასპინძლა და 0:3 დამარცხდა.
მატჩის 29-ე წუთზე გოგლიჩიძემ მარკუს ტურამის წინააღმდეგ იუხეშა და თავდაპირველად ყვითელი ბარათით დაისაჯა, თუმცა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ, მსაჯმა გადაწყვეტილება შეცვალა და საბა მოედნიდან გააძევა.