"გუნდისთვის და მწვრთნელისთვის ყველა პოზიციაზე სათამაშოდ მზად ვარ" - ფედე ვალვერდე
4 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
19 თებერვალს, 23:55 საათზე, ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ შეხვედრაში "რეალ მადრიდი" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდება. ბოლო ორ თამაშში ნახევარმცველმა ფედე ვალვერდემ მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშა, რაც კარლო ანჩელოტის ერთგვარი ექსპერიმენტი იყო, რადგან გუნდში ტრავმიანობაა და გუნდის გადაწყობის მიზეზი სწორედ ეს იყო.
მატჩამდე 26 წლის ურუგვაელმა პრესკონფერენციაზე აღნიშნულ თემაზე ისაუბრა:
ამჟამად ბედნიერი ვარ, რომ ამ პოზიციაზე კარგად ვითამაშე. იმიტომ ვთამაშობ მარჯვენა მცველად, რომ მოთამაშეების ნაკლებობაა და სწორედ ეს პოზიცია მერგო. ვფიქრობ თავი კარგად გავართვი. გუნდისთვის და მწვრთნელისთვის ყველგან სათამაშოდ მზად ვარ, სადაც მოისურვებენ იქ ვითამაშებ. თუ სამომავლოდ ცენტრალურ მცველად თამაში არ მომიწევს, ფლანგზე სათამაშოდ ყოველთვის მზად ვიქნები, მსიამოვნებს და თან ვსწავლობ.
მე მყავს თანაგუნდელები, რომლებიც ჩემთვის დიდებულ იმიჯს ქმნიან, კარვახალი და ლუკასი მადრიდის "რეალის" ლეგენდები არიან, აღფრთოვანებული ვარ მათი ასპარეზობით, როგორც მოთამაშე და კაპიტანი მათგან ყველაფერს ვსწავლობ. ვცდილობ იმ პოზიციაზე, სადაც ვთამაშობ მაქსიმუმი გავაკეთო.
კაპიტნის სამკლავური? მაქვს დიდი პატივი, რომ ეს სამკლავური ვატარო, რომელიც უამრავ ლეგენდას მოურგია. ეს ძალიან სასიამოვნო მომენტია და გუნდის პატივისცემის ერთ-ერთ უდიდეს პატივისცემას წარმოადგენს. კარვახალი, ლუკასი, მოდრიჩი... ისინი ყოველთვის ჩემს გვერდით არიან და მეხმარებიან. მათი გვერდით დგომა ძალიან მეხმარება გავიზარდო როგორც კაპიტანი და პიროვნება - ფედე ვალვერდე - "რეალ მადრიდის" ფეხბურთელი
🗣️ Fede Valverde: "Es un honor llevar el brazalete de capitán, es un orgullo tremendo, intento seguir aprendiendo de los otros capitanes, trato de ser un referente en este grupo." 🤍👏🏻👏🏻 pic.twitter.com/xLdkEKpWQK
— REAL MADRID FANS 🤍 (@AdriRM33) February 18, 2025