სკოტ მაკტომინეის ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
22 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სკოტ მაკტომინეიმ გულის ოპერაცია გაიკეთა და ყველაფერი წარმატებით დასრულდა. აღნიშნულ ინფორმაციას ნაპოლი ავრცელებს. როგორც იწერება, შოტლანდიელი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშს 2 კვირაში განაახლებს. ბუნებრივია ჯერ მაკტომინეისთვის მოედანზე დაბრუნება არ შეიძლება. შემოდგომის საწყის სანაკრებო შესვენებამდე სკოტი ფეხბურთს ვერ ითამაშებს.
🚨 𝗢𝗙𝗙𝗜𝗖𝗜𝗔𝗟: Napoli have confirmed that Scott McTominay has undergone a successful heart procedure and is expected to return to first-team training in around 2 weeks.
— Transfer News Live (@DeadlineDayLive) September 8, 2026
(Source: @sscnapoli) pic.twitter.com/1G8OzBSsUV
2025 წელს, მანჩესტერ იუნაიტედიდან გადასვლის შემდეგ სადებიუტო სეზონში შოტლანდიელი ფეხბურთელი სერია A-ს გამარჯვებული და სეზონის საუკეთესო ფეხბრუთელი გახდა.