Belive

გულამი კვარაცხელიაზე: ,,ჯუნტოლიმ 2021 წლის ოქტომბერში მითხრა, რომ ფენომენალური ქართველი ნახა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, ფაუზი გულამმა, DAZN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნეაპოლელები ხვიჩა კვარაცხელიას უმაღლეს კლასში მის გაფორმებამდე ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე იყვნენ დარწმუნებულები:

,,ჯუნტოლიმ ჯერ კიდევ 2021 წლის ოქტომბერში მითხრა, რომ ფენომენალური ქართველი ნახა, მაგრამ ძალიან ძვირი ღირდა და მის გასაფორმებლად სატრანსფერო ფასის დაკლება იყო საჭირო. პერსონალსა და მწვრთნელს ის უკვე ნანახი ჰყავდათ. მასზე ცნობები ფრანჩესკო კალცონასგან იყო, რომელიც ახლა სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელია, მაშინ კი სპალეტის ასისტენტად მუშაობდა.

იტალიის ჩემპიონატში ადაპტაცია ნამდვილად რთულია. თუმცა, კვარაცხელიას გაფორმებამდე 7-8 თვით ადრე, გუნდი მის თვისებებში დარწმუნებული იყო და მისი შეძენა სურდა,'' - გულამის სიტყვებს Football Italia ციტირებს.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის'' მაისურით ჩატარებულ 28 შეხვედრაში 13 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 16 მარტს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ,,აინტრახტთან” შინ გამართავს.

სხვა სტატიები