Belive

"გთხოვ არ წახვიდე" - ჯეკ გრილიში ბერნარდუ სილვას დარჩენას სთხოვს

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

"მანჩესტერ სიტისათვის" 2022/2023 წლების სეზონის ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. გუნდმა შეძლო და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ, პირველი ინგლისური კლუბი გახდა, რომელმაც ტრებლის მოგება შეძლო. პრემიერ ლიგისა და FA თასის შემდეგ, "ქალაქელები" ნანატრ ჩემპიონთა ლიგის თასსაც დაეუფლნენ.

გუშინ მანჩესტერის ქუჩებში საზეიმო მსვლელობა გაიმართა და "სიტის" ფეხბურთელები ტრებლის მოგებას 200 000 გულშემატკივართან ერთად აღნიშნავდნენ. ამ დღის მთავარი გმირი იყო ჯეკ გრილიში, რომლის ვიდეოებმაც სოციალური ქსელი მოიცვა. ინგლისელი შემტევი ძალიან მთვრალი იყო და მისი მონაწილეობით არაერთი სახალისო ვიდეო გავრცელდა.

მათგან ყველაზე საინტერესო იყო ერთი, სადაც ჯეკი მის თანაგუნდელსა და კარგ მეგობარს ბერნარდუ სილვას გუნდში დარჩენას სთხოვდა.

ბერნარდუ სილვას გარშემო უამრავი ჭორი ვრცელდება. მის მომავალს ყველა მეტად "ბარსელონასთან" აკავშირებენ. თუმცა,

,,სიტი” პორტუგალიელს იმ შემთხვევაში შეელევა თუ მასში მინიმუმ 80 მილიონ ევროს მიიღებს. ნახევარმცველის აგენტი, ჟორჟე მენდეში კი დარწმუნებულია, რომ ,,ბარსელონაში” ტრანსფერი მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება თუ გუნდს ფრენკი დე იონგი დატოვებს.

სილვას მიმართ დიდ ინტერესს იჩენს "პარი სენ-ჟერმენიც". კლუბი მის შეძენას მარტის შემდეგ ცდილობს, თუმცა, უშედეგოდ.

სხვა სტატიები