Belive

გრილიშმა ლამპარდის 15 წლიანი რეკორდი გააუმჯობესა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა ჯეკ გრილიშმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი მოხსნა, რომელსაც ფრენკ ლამპარდი 15 წლის განმავლობაში ფლობდა.

ჯეკიმ "რეალთან" შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა და ფინალში გასასვლელად საკუთარი გუნდისთვის ნამდვილად ბევრი გააკეთა.

მატჩის შემდეგ, BT Sport-თან საუბრისას ჟურნალისტმა გრილიშს აცნობა, რომ ახლა ის ჩემპიონთა ლიგის რეკორდს ფლობს. "სუპერ ჯეკიმ" შეძლო და გახდა ინგლისელი, რომელმაც სეზონში ყველაზე მეტი - 35 შანსი შექმნა. აქამდე აღნიშნული რეკორდი ფრენკ ლამპარდს ეკუთვნოდა, რომელმაც "ჩელსისთვის" ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 34 შანსი შექმნა. საინტერესოა, რომ ეს შედეგი 2008 წლის შემდეგი არცერთ ინგლისელს არ გაუუმჯობესებია.

შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ სიტი" ფინალში "ინტერს" დაუპირისპირდება. აღნიშნული შეხვედრა 10 ივნისს სტამბულში გაიმართება.

სხვა სტატიები