ლაპორტიც საუდის არაბეთში - ესპანელი კოლოსალურ ანაზღაურებას მიიღებს
აიმერიკ ლაპორტი მორიგი ფეხბურთელია, რომელიც ევროპიდან საუდის არაბეთში წავა და კოლოსალურ ანაზღაურებას მიიღებს. ფაბრიციო რომანოს ცნობით "მანჩესტერ სიტის" მცველი "ალ ნასრს" უკვე შეუთანხმდა და ტრანსფერიც მომავალ კვირაში გაოფიციალურდება.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი წერს, ლაპორტის ანაზღაურება წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი დოლარი იქნება, "სიტი" კი ტრანსფერში 30 მილიონ ევროს მიიღებს.
Aymeric Laporte to Al Nassr, here we go! Agreement reached also on player side — salary in excess of $20m, medical booked 🚨🟡🔵🇸🇦 #AlNassr
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 20, 2023
Laporte will sign until June 2026.
Man City to receive package close to €30m.
🇵🇹🇪🇸 Otávio and Laporte will join Al Nassr next week. pic.twitter.com/aMKIEgX9PM
ლაპორტი მანჩესტერში სეზონში დაახლოებით 8 მილიონ დოლარს გამოიმუშავებდა, მის წასვლას კი ცენტრალური მცველის პოზიციაზე კონკურენციის ზრდას უკავშირებენ. გვარდიოლას გუნდში ამ პოზიციაზე ნათან აკეს, რუბენ დიაშს, მანუელ აკანჯის და ჯონ სტოუნსს სეზონის დასაწყისში იოშკო გვარდიოლიც შეემატა, რაც ლაპორტის პოტენციურ სათამაშო დროს მკვეთრად ამცირებს.
"ალ ნასრისთვის" მიმდინარე სეზონის დასაწყისში ეს მეხუთე თვალსაჩინო შენაძენია. აქამდე კრიშტიანო რონალდუს კლუბმა სეკო ფოფანა, სადიო მანე, მარსელო ბროზოვიჩი და ალექს ტელეში დაიმატა.