Belive

არსენალისა და სიტის მარცხის შემდეგ ნევილი თვლის, რომ მანჩესტერს ჩემპიონობის შანსი დაუბრუნდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"წითელმა ეშმაკებმა" ბოლო შეხვედრაში "კრისტალ პალასი" 2:1 დაამარცხეს, ხოლო ტიტულის მთავარმა პრეტენდენტებმა, "არსენალმა" და "მანჩესტერ სიტიმ" თავიანთი შეხვედრები დათმეს. ამ ყველაფრის შემდეგ, ერიკ ტენ ჰაგის გუნდი "მეთოფეებს" რვა ქულით ჩამორჩება.

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით გარი ნევილმა Sky Sports-ის პოდკასტზე ისაუბრა:

"არასერიოზული არ იქნება იმის თქმა, რომ მათ შეუძლიათ ტიტულის მოპოვება. არ ვამბობ, რომ მოიგებენ, მაგრამ ვამბობ, რომ ჩემპიონობა შესაძლებელია. მე "მანჩსეტერ სიტის" ადგილას ვინერვიულებდი. "იუნაიტედში" კარგი განწყობაა. ჩემპიონობის შანსი "სიტის" მეტი აქვს, თუმცა, "მანჩესტერიც" კარგ ვითარებაშია." - განაცხადა გარი ნევილმა.

როგორც ზემოთ, ვახსენე "სიტიმ" და "არსენალმა" საკუთარი შეხვედრები დათმეს და მნიშვნელოვანი ქულებიც დაკარგეს. ამ ყველაფერმა "მანჩესტერის" წისქვილზე დაასხა წყალი. ერიკ ტენ ჰაგის გუნდი 42 ქულით მე-3 პოზიციას იკავებს და 8 ქულით ჩამორჩება ლიდერ "არსენალს". "წითელ ეშმაკებს" მომავალი შეხვედრა "ლიდს იუნაიტედის" წინააღმდეგ 8 თებერვალს, 23:55 საათზე ელით.

სხვა სტატიები