"გრავენბერხი ძალიან ახალგაზრდაა და შეუძლია გაცილებით ძლიერი გახდეს" - კლოპი
მერსისაიდული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა - იურგენ კლოპმა, რაიან გრავენბერხის შესახებ საუბრისას აღფრთოვანება ვერ დამალა. გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ "ლივერპულმა" გრავენბერხის სახით, იდეალური ფეხბურთელი შეიძინა, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო ძლიერი გახდეს.
ნიდერლანდელმა ნახევარმცველმა შექება ევროპა ლიგის ეგიდით, "ტულუზას" წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ დაიმსახურა. აღსანიშნავია, რომ გრავენბერხმა მოედანზე 70 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში გოლის გატანა შეძლო და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
რაიან გრავენბერხი დიდებული ფეხბურთელი და ბრწყინვალე შენაძენია. ნამდვილად კარგი მოთამაშეა და მის გამო ძალიან გახარებული ვარ. გრავენბერხის პირველი შეხება ბურთთან გასაოცარია და პრესინგის დროს, ვიწრო სივრცეში კარგად თამაშობს. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ კიდევ უფრო კარგი ფეხბურთელი გახდეს. ის ძალიან ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. - იურგენ კლოპი.
🔴🇳🇱 Jurgen Klopp: "Ryan Gravenberch, excellent guy and top signing. Really good player. I'm so happy for him".
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 27, 2023
"His first touch is incredible. So good in tight spaces. He still has space for improvement. He's very young and so much more to come". pic.twitter.com/hUMbxwdcc6