მორიგი ბრწყინვალე ტრანსფერი - კიეზა ლივერპულის ფეხბურთელია!
იტალიის ეროვნული ნაკრებისა და "იუვენტუსის" 26 წლის შემტევმა - ფედერიკო კიეზამ, "ლივერპულის" შეთავაზება განიხილა და დათანხმდა, რომ მერსისაიდული გრანდის ღირსება დაიცვას. ამის შესახებ ინფორმაციას კიეზას აგენტი - სალი რამადანი და იტალიელი სპორტული ჟურნალისტი - ფაბრიციო რომანო ავრცელებენ.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და იტალიელი შემტევი "ლივერპულის" ღირსებას უკვე დღეიდან ოფიციალურად იცავს.
იტალიელი სპორტული ჟურნალისტის ინფორმაციით, კიეზა რამდენიმე წუთის წინ ტურინიდან ლივერპულისკენ გაფრინდა, ჩაფრენისთანავე კი კლუბთან კონტრაქტს ხელს მოაწერს, "ლივერპულმა" კი სამედიცინო შემოწმება ჩანიშნა.
🚨 Federico Chiesa will be in Liverpool TODAY! He’s set to travel to Merseyside.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 28, 2024
From the exclusive news on Monday to the here we go. #LFC ❤️🛫 pic.twitter.com/jjbaEmr3Ld
🚨✈️ Federico Chiesa is currently travelling to England to sign for Liverpool!
— The Kop Watch (@TheKopWatch) August 28, 2024
"I am very happy and ready for this new adventure, I would like to send a greeting to the fans of Juventus." (@GiovaAlbanese)
pic.twitter.com/qlj5aeOmlu
ფედერიკო კიეზა "ლივერპულთან" 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და შესაბამისად, კლუბში 2028 წლის 1 ივლისამდე დარჩება.
ფედერიკო კიეზა "იუვენტუსის" ღირსებას 2020/2021 სეზონიდან იცავს. მან ჯამში 131 მატჩი ჩაატარა, სადაც 32 გოლის გატანა და 23 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
აქვე შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 დღით ადრე, "ლივერპულმა" უკვე მეორე ფეხბურთელი გაიფორმა. ჩვენდა საბედნიეროდ, პირველი ფეხბურთელი, რომლის ტრანსფერიც მერსისაიდულმა კლუბმა გააოფიციალურა, ქართველი მეკარე - გიორგი მამარდაშვილია, რომელიც ინგლისურ გრანდს მომდევნო სეზონში შეუერთდება, იქამდე კი იჯარის წესით "ვალენსიაში" დარჩება.