Belive

გორეცკამ პრემიერ ლიგის ინტერესი უარყო

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლეონ გორეცკა პრემიერ ლიგაში გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა და მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უარყო. 28 წლის ნახევარმცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ "ბაიერნის" დატოვებას არ გეგმავს და მიუნხენურ გრანდთან ერთად სურს წარმატების მიღწევა.

"არანაირი სხვა გეგმა, გარდა "ბაიერნში" დარჩენისა არ მაქვს. მომავალი წლისთვის განსაკუთრებული გეგმები გვაქვს", - ლეონ გორეცკა.

შეგახსენებთ, გორეცკა "რეკორდმაისტერს" 2018 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ბუნდესლიგაში ჩატარებულ 124 შეხვედრაში, 25 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები