გორეცკა: ,,პსჟ წელს ერთხელ უკვე დავამარცხეთ''
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა, ლეონ გორეცკამ, პარი სენ ჟერმენთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:
,,პსჟ კარგ ფორმაშია, მაგრამ წელს ერთხელ უკვე დავამარცხეთ (ბაიერნმა პსჟ-ს გასული წლის ნოემბერში, ჩემპიონთა ლიგაზე მოუგო) და შეგვიძლია, თავდაჯერებულები ვიყოთ. ეს შესანიშნავი გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე დომინირებდა. დარწმუნებული ვარ, რომ დაძაბული შეხვედრა გველის.
აშშ-ში პირობები მართლაც ექსტრემალურია და შეიძლება ითქვას, რომ აქ ფეხბურთი ფაქტობრივად სხვა სპორტია. სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ პსჟ-სთან მატჩს თავაწეულები მივუდგებით.'' - ლეონ გორეცკა
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრა ბაიერნსა და პარი სენ ჟერმენს შორის შაბათს, 5 ივლისს გაიმართება. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.