გოლი სატიტულო მატჩში | რა შეფასება დაიმსახურა ხვიჩა კვარაცხელიამ ასტონ ვილას წინააღმდეგ?
21 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უეფას სუპერთასის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ასტონ ვილა 2:1 დაამარცხა.
პსჟ-ს ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც მატჩში თავი შესანიშნავი გოლით გამოიჩინა.
სხვადასხვა ვებგვერდმა ქართველი შემტევის თამაში ასე შეაფასა:
Sofascore - 8,3 (ყველაზე მაღალი მატჩში)
Whoscored - 7,5 (მეტი მხოლოდ დუემ და მენდეშმა დაიმსახურეს)
Flashscore - 7,8 (მეტი მხოლოდ მაკგინმა დაიმსახურა)
ხვიჩამ, რომელიც ბურთს სულ 57-ჯერ შეეხო, კარისკენ 3-ჯერ დაარტყა (ერთხე; კარში), 7-დან 5 დუელი მოიგო და 39-დან 32 ზუსტი გადაცემა გააკეთა (82%).
პარი სენ ჟერმენს რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ტიტულის მოგების შანსი ექნება - კვირას, 16 აგვისტოს, ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის სუპერთასის შეხვედრაში ლანსს დაუპირისპირდება.