Belive

გოლი და საგოლე პასი - რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ სპეციასთან მატჩში?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში ,,ნაპოლიმ” ,,სპეცია'' სტუმრად 3:0 დაამარცხა.

მატჩში ნეაპოლური გუნდის შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

21 წლის ფეხბურთელმა მოედანზე 74 წუთი გაატარა და Sofascore-ისგან 8.8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო მაჩვენებელია..

ხვიჩამ ,,სასუოლოს” წინააღმდეგ კარისკენ ოთხჯერ დაარტყა და 36-დან 26 სწორი გადაცემა გააკეთა (72%).

ვებგვერდმა, Whoscored-მა კვარაცხელიას თამაში 8,6 ქულით შეაფასა, რითაც მხოლოდ დუბლის ავტორს, ვიქტორ ოსიმენს (9,1) ჩამორჩა.

21 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლი” 56 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ პოზიციაზეა.

ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო მატჩს 12 თებერვალს, ,,კრემონეზესთან'' შინ გამართავს.

სხვა სტატიები