Belive

გოლი და ასისტი | რა შეფასება დაიმსახურა მიქაუტაძემ სოსიედადთან?

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგის 29-ე ტურში ვილიარეალმა რეალ სოსიედადს უმასპინძლა და მეტოქე 3:1 დაამარცხა.

გიორგი მიქაუტაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. შეიძლება ითქვას, რომ მატჩის ბედი პირველ 25 წუთში უკვე გადაწყვეტილი იყო. ანგარიში ხერარ მორენომ მე-7 წუთზე გახსნა. მეთოთხმეტეზე მიქაუტაძემ ლა ლიგაში მეცხრე გოლი გაიტანა და უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. 23-ე წუთზე, მიქაუტაძემ ცენტრიდან გაატანა ბურთი პეპეს, რომელმაც გამანადგურებელი ანგარიში დააფიქსირა.

ერთადერთი, რაც სტუმრებმა მოახერხეს, 47-ე წუთზე გატანილი პრესტიჟის გოლია. გიორგი მიქაუტაძე მატჩის 89-ე წუთზე შეიცვალა და მისი შეფასება 7.4-ია (SOFASCORE-ის მიხედვით). FLESHSCORE-მა გიორგი 8.6 ქულა დაუწერა, რაც ყველაზე მაღალი შეფასებაა ვილეარეალის მოთამაშეებბს შორის.

სანამ მადრიდულ დერბიში ატლიტიკო და რეალი ითამაშებენ, ვილიარეალმა 1 ქულით გაუსწრო დიეგო სიმეონეს გუნდს და ცხრილის მესამე ადგილზეა.

ვილიარეალი მომდევნო ტურის მატჩს 6 აპრილს, სტუმრად, ჟირონასთან ჩაატარებს.

სხვა სტატიები