"გოლი პირადად ჩემთვის ძალიან ემოციური იყო" - ბუდუ ზივზივაძე
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გერმანიის ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში ჰაიდენჰაიმმა აინტრახტთან ფრედ 1:1 ითამაშა.
ბუდუ ზივზივაძემ მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 70-ე წუთზე შეცვალეს. ჰაიდენჰაიმიდან ერთადერთი გოლი ქართველმა ფორვარდმა 32-ე წუთზე გაიტანა.
მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა მედიასთან ისაუბრა:
აინტრახტთან მოპოვებული ქულა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით, მეორე ტაიმში ფრანკფურტმა აკონტროლა თამაში და დამსახურებულად გაათანაბრა. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში ფრე ორივე გუნდისთვის სამართლიანია იმის გათვალისწინებით, თუ როგორ წარიმართა თამაში.
ქულით კმაყოფილები ვართ და სწორედ ასე უნდა გავაგრძელოთ, რომ ყველა თამაშში ქულები დავაგროვოთ და ბოლომდე ვიბრძოლოთ.
გოლი პირადად ჩემთვის ძალიან ემოციური იყო და იმედი მაქვს, რომ მომავალ მატჩებშიც ასე გაგრძელდება. - ბუდუ ზივზივაძე
ჰაიდენჰაიმი ბუნდესლიგის ცხრილში 5 ქულით ბოლო ადგილზეა (1 მოგება, 2 ფრე, 6 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 8 ნოემბერს, ლევერკუზენის წინააღმდეგ გამართავს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მატჩში გატანილი გოლი ბუდუ ზივზივაძისთვის მიმდინარე სეზონში პირველი იყო.