Belive

GOAL.COM: "რონალდუს შეუძლია კვარაცხელიას ოცნება აუხდინოს"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი ისტორიული ქულა მოიპოვა. ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ჩეხეთთან ფრე 1:1 ითამაშა. ორი ტურის შემდეგ, საქართველოს 1 ქულა აქვს და F ჯგუფში მე-4 პოზიციას იკავებს. წინ პორტუგალიასთან მატჩია, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

სწორედ ამ მატჩს ცნობილი სპორტული გამოცემა GOAL გამოეხმაურა.

F ჯგუფში 1/8-ფინალში გასასვლელი საგზურებისთვის ბრძოლა პიკს აღწევს. ჩეხეთთან და თურქეთთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, პორტუგალიას პლეი-ოფში თამაში გარანტირებული აქვს.

საქართველოს ჯერ მხოლოდ ერთი ქულა აქვს მაგრამ, პორტუგალიასთან გამარჯვება მათ სასურველ საგზურს მისცემს. რონალდუსთან შესაძლო დაპირისპირებაზე საქართველოსა და "ნაპოლის" სუპერვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.

ის ჩემი კუმირი იყო. ბედნიერი ვიქნები თუ მოედანზე ვიხილავ. მის წინააღმდეგ თამაში ჩემი ოცნებაა და ვნახოთ რა მოხდება. - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ

ხვიჩას გარდა, ზურიკო დავითაშვილიც იმედოვნებს, რომ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ ითამაშებს.

მის წინააღმდეგ თამაში დიდი პატივი იქნება. არ მეშინია. მოუთმენლად ველოდები ამ მატჩს და გვინდა ვაჩვენოთ, რომ ასეთ გუნდებთან კარგად თამაში შეგვიძლია. - განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა

ვინაიდან პორტუგალიას ყველაფერი განაღდებული აქვს, შესაძლო კრიშტიანუ რობერტო მარტინესის როტაციაში მოყვეს. დიდია ალბათობა, რომ ოთხშაბათს რონალდუმ დაისვენოს. კვარაცხელია იმედოვნებს, რომ 39 წლის ფეხბურთელი რაღაც ეტაპზე მოედანზე გამოვა და მატჩის შემდეგ მაისურსაც გაუცვლის.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიასთან მატჩი 26 ივნისს არის ჩანიშნული. აღნიშნული შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები