Belive

"ვფიქრობ მეინუს შეუძლია ინგლისი აათამაშოს" - პოლ სქოულზი

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატზე განვლილი ორი ტურის შემდეგ, ინგლისის ნაკრებს 4 ქულა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ "სამი ლომი" C ჯგუფს ლიდერობს, საუთგეიტის გუნდს ბევრი აკრიტიკებს. კრიტიკის მთავარი სამიზნე გუნდის სათამაშო სტილია.

ინგლისის ნაკრებმა პირველ შეხვედრაში სერბეთი 1:0 დაამარცხა. მეორე შეხვედრაში კი დანიასთან 1:1 ითამაშა.. ექსპერტების უმრავლესობა საუთგეიტის ნაკრების მთავარ პრობლემად ნახევარდაცვას ასახელებს. სწორედ ამ აზრზეა ლეგენდარული პოლ სქოულზიც, რომელიც თვლის რომ მეინუ ყველაფერს მოაგვარებს.

გერმანიისთვის თამაშს ტონი კროოსი ქმნის. იმავეს აკეთებს როდრი ესპანეთისთვის და "სიტისთვის". ვფიქრობ, რომ კობი მეინუსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ იგივე ინგლისისთვის გააკეთოს. - განაცხადა სქოულზმა

აქვე იმას გეტყვით, რომ მეინუს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ 5 წუთი აქვს ნათამაშები. საუთგეიტმა ახალგაზრდა ფეხბურთელი სერბეთთან შეცვლაზე შემოიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისს ბოლო ჯგუფური შეხვედრა დღეს, სლოვენიის წინააღმდეგ ელის. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები