Belive

Goal.com-მა კოპა ამერიკის მთავარი ფავორიტები დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვებგვერდმა Goal.com-მა 2024 წლის კოპა ამერიკის მთავარი ფავორიტები დაასახელა.

რეიტინგში პირველ ადგილს მსოფლიოსა და კოპა ამერიკის მოქმედი ჩემპიონი, არგენტინის ეროვნული ნაკრები იკავებს:

,,ეჭვგარეშეა, ვინ არის მთავარი ფავორიტი, რადგან მესი და არგენტინა ტიტულის დაცვას აპირებენ! ნოემბერში მათ ურუგვაისთან წააგეს, ეს მსოფლიო ჩემპიონატზე, საუდის არაბეთთან წაგების შემდეგ, არგენტინელთა პირველი მარცხი იყო, თუმცა მომავალ შეხვედრაში ბრაზილიასთან იმარჯვეს.

შესაძლოა, კოპა ამერიკა მესის ბოლო დიდი ტურნირი იყოს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 3 წელში მნიშვნელოვანი ტიტულების ზედიზედ მოგება არგენტინის ნაკრების გეგმებშია.''

Goal-ის ვერსიით, ტურნირის მოქმედი ფინალისტი, ბრაზილიის ნაკრები სიაში მესამეა. ხუთეულში, ასევე, ურუგვაი, აშშ და კოლუმბია მოხვდნენ.

კოპა ამერიკის მთავარი ფავორიტები Goal.com-ის ვერსიით:

  1. არგენტინა

  2. ურუგვაი

  3. ბრაზილია

  4. აშშ

  5. კოლუმბია

  6. ეკვადორი

  7. მექსიკა

  8. ვენესუელა

  9. ჩილე

  10. პერუ

  11. იამაიკა

  12. პარაგვაი

  13. პანამა

  14. ბოლივია

2024 წლის კოპა ამერიკას 20 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს. ტურნირის მოქმედი ჩემპიონი არგენტინის ნაკრებია, რომელმაც 2021 წელს ფინალში ბრაზილიას მოუგო.

ტურნირის ყველა მონაწილე 23 მარტს, კონკაკაფის ფლეი-ინში გამოვლინდება - კანადა ტრინიდადი და ტობაგოს შეხვდება, კოსტა რიკა - ჰონდურასს, ამ მატჩებში გამარჯვებული ორი ქვეყანა კი აშშ-ში ითამაშებს.

სხვა სტატიები