Belive

სკალონი: ,,მესიმ პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ ჩვენ წარმატებაში მაინც დარწმუნებულები ვიყავით''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, ეკვადორთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,თერთმეტმეტრიანების სერიაში ჩვენი გუნდი მთლიანად მეკარეს ეყრდნობა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია! დიახ, მესიმ პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ წარმატებაში მაინც დარწმუნებულები ვიყავით!

საბოლოოდ, მატჩით სიამოვნება არ მიმიღია, თუმცა, მთავარია, რომ მომდევნო ეტაპზე გავედით. რა თქმა უნდა, ბედნიერების შეგრძნება მაქვს, მაგრამ ამ ეტაპზე ძალიან კმაყოფილი არ ვარ...

რაც შეეხება მესის, მას 7 დღეა არ უთამაშია. დღეს კი თამაშობდა ისე, როგორც გუნდი... თუ ის კარგად თამაშობს, ესე იგი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვთამაშობთ კარგად. ინდივიდუალურ მაჩვენებებლებს ყურადღებას არ ვაქცევთ!'' - ლიონელ სკალონი

კოპა ამერიკის მეოთხედფინალში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ეკვადორი პენალტების სერიაში დაამარცხა და 1/2-ფინალში გავიდა.

,,ალბისელესტეს'' მომავალი მეტოქე კანადა ან ვენესუელა იქნება.

სხვა სტატიები