Belive

Goal.com-მა არსენალის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა

4 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

Goal.com-ის ვერსიით, 21-ე საუკუნეში ,,არსენალის'' საუკეთესო ფეხბურთელი ტიერი ანრია.

,,ტიერი ანრი არსენალში 1999 წლის ზაფხულში, ნიკოლა ანელკას შემცვლელად ჩავიდა. პრემიერლიგის პირველ დღეს, ლესტერთან მატჩში შესვენების შემდეგ ჩაერთო და რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა. თუმცა, მომდევნო 8 წლის განმავლობაში ის ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველ ფორვარდად ჩამოყალიბდა.

ანრიმ უამრავი რეკორდი დაამყარა და არაერთი ტიტული მოიგო. 2011-2012 წლების სეზონის შუაში გუნდში დაბრუნდა და ლიდსთან, ინგლისის თასზე, პირველივე მატჩში გაიტანა. ამ სიაში მასთან ახლოს სხვა არავინაა.'' - წერს ვებგვერდი

საუკეთესო სამეულში, ასევე, დენის ბერგკამპი და პატრიკ ვიეირა მოხვდნენ.

არსენალის 21-ე საუკუნის 10 საუკეთესო ფეხბურთელი Goal-ის ვერსიით:

  1. ტიერი ანრი

  2. დენის ბერგკამპი

  3. პატრიკ ვიეირა

  4. რობერ პირესი

  5. ფრედი ლიუნგბერგი

  6. სოლ კემბელი

  7. სესკ ფაბრეგასი

  8. ჟილბერტო სილვა

  9. რობინ ვან პერსი

  10. ეშლი კოული

,,არსენალმა'' 21-ე საუკუნეში 16 ტიტული, მათ შორის პრემიერლიგა (2-ჯერ), ინგლისის თასი (7-ჯერ) და სუპერთასი (7-ჯერ) მოიგო.

სხვა სტატიები