Belive

Goal.com | EURO 2024-ის ძალთა თანაფარდობა, რომელ ადგილზეა საქართველო?

8 თვის წინ ფეხბურთი
3 წთ

EURO 2024-ის დაწყებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი. უპრესტიჟულესი ტურნირი 14 ივნისს აიღებს სტარტს და 14 ივლისის ჩათვლით, გერმანიაში გაიმართება, სადაც ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას, კონტინენტის 24 საუკეთესო ნაკრები შეეცდება.

26 მარტს, "დინამო არენაზე" მოპოვებული გამარჯვების შედეგად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად იასპარეზებს. "დინამო არენაზე" ქართული ფეხბურთის ისტორია დაიწერა, რაც საყოველთაო ზეიმით აღინიშნა. სრულიად საქართველო მოუთმენლად ელის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე თამაშს, სადაც ჩვენი ნაკრები F-ჯგუფში თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს.

ავტორიტეტული სპორტული მედია საშუალება Goal.com, ევროპის ჩემპიონატზე მონაწილე 24 ქვეყნის ძალთა თანაფარდობის შესახებ წერს, სადაც ტურნირის მთავარ ფავორიტად საფრანგეთს ასახელებს. გასაკვირი არაა, რომ დებიუტანტი საქართველო რეიტინგის 24-ე ნომრადაა განთესილი, თუმცა, ეს მხოლოდ არაოფიციალური რეიტინგია და გვჯერა, რომ "ჯვაროსნები" ბრძოლის გარეშე არაფერს დათმობენ.

24. საქართველო (დებიუტანტი)

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A-ჯგუფში საქართველომ მხოლოდ 2 გამარჯვება მოიპოვა და ასპარეზობა მე-4 ადგილზე დაასრულა, თუმცა, ერთა ლიგის პლეი-ოფში წარმატებული თამაშის შედეგად, ტურნირის საგზური მოიპოვა.

ერთა ლიგის C-დივიზიონის 1/2-ფინალში, ბუდუ ზივზივაძის დუბლით, საქართველომ ლუქსემბურგი დაამარცხა. საბერძნეთთან გამართულ ფინალურ მატჩში, გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიის შედეგად გამოვლინდა, სადაც გამარჯვების გოლი ნიკა კვეკვესკირმა გაიტანა. გამარჯვებით გამოწვეული სიხარულის გამო, თბილისის ქუჩებში საოცრებები ხდებოდა.

გერმანიაში, საქართველოსგან ბევრს არაფერს უნდა ველოდოთ. F-ჯგუფში პორტუგალიის, თურქეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ, საკმაოდ რთული მატჩები იქნება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს ხვიჩა კვარაცხელია, რომლის სახითაც საქართველოს ნამდვილი ჯადოქარი ჰყავს - მას ნამდვილად შეუძლია მოედანზე ჯადოსნური მომენტების შექმნა.

EURO 2024-ის ძალთა თანაფარდობა Goal-ის ვერსიით

  1. საფრანგეთი

  2. პორტუგალია

  3. ბელგია

  4. ინგლისი

  5. გერმანია

  6. ესპანეთი

  7. იტალია

  8. უნგრეთი

  9. ავსტრია

  10. ნიდერლანდები

  11. ხორვატია

  12. დანია

  13. თურქეთი

  14. უკრაინა

  15. სლოვაკეთი

  16. შვეიცარია

  17. ჩეხეთი

  18. სლოვენია

  19. რუმინეთი

  20. შოტლანდია

  21. სერბეთი

  22. პოლონეთი

  23. ალბანეთი

  24. საქართველო

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეტოქეები გაცილებით უკეთეს პოზიციაზე იმყოფებიან. ფავორიტი, რა თქმა უნდა, პორტუგალიაა, რომელიც რეიტინში მე-2 ადგილს იკავებს. თურქეთი მე-13 ნომრადაა განთესილი, ხოლო ჩეხეთი მე-17 პოზიციას იკავებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები დორტმუნდში, ჰამბურგსა და გელზენკირხენში ითამაშებს:

18 ივნისი, დორტმუნდი, თურქეთი Vs. საქართველო

22 ივნისი, ჰამბურგი, საქართველო Vs. ჩეხეთი

26 ივნისი, გელზენკირხენი, პორტუგალია Vs. საქართველო

სხვა სტატიები