ნიკოლო ბარელა იტალიას თურქეთთან ამხანაგურ მატჩში ვერ დაეხმარება
"ინტერის" ვარსკვლავი ნიკოლო ბარელა იტალიასა და თურქეთს შორის მომავალ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას არ მიიღებს. მომავალი ევროპის ჩემპიონატის წინ, 27 წლის ნახევარმცველი, ლუჩიანო სპალეტის 30-კაციანი წინასწარი განაცხადის წევრია და მოსალოდნელია, რომ ტურნირზე "აძურისთვის" მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს, რადგან ამ სეზონში შესანიშნავ ფორმაშია და ინტერის ჩემპიონობაშიც დიდი წვლილი შეიტანა.
დღეს საღამოს იტალია თურქეთს დაუპირისპირდება, 9 ივნისს კი - ბოსნიას. იტალიელებისთვის ევრო 2024 გერმანიაში 15 ივნისს ალბანეთის წინააღმდეგ დაიწყება, 20-ში ისინი ესპანეთს დაუპირისპირდებიან, 24-ში კი ჯგუფურ ეტაპს ხორვატიასთან თამაშით დაასრულებენ.
როგორც La Gazzetta dello Sport იტყობინება, ბარელამ ბოლო ვარჯიშის დროს კუნთის ტრავმა მიიღო. მას ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება და საქმე სერიოზულ პრობლემასთან არ გვაქვს, თუმცა შესაძლოა სპალეტი რისკზე არც ბოსნიასთან შეხვედრაში წავიდეს და ბარელამ იმ მატჩშიც არ მიიღოს მონაწილეობა.