Belive

გიორგი მიქაუტაძის შეძენა კიდევ ერთ თურქულ გრანდს სურს

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და ფრანგული "ლიონის" შემტევი, გიორგი მიქაუტაძე კიდევ ერთი თურქული გრანდის სატრანსფერო სამიზნეა.

თურქულ მედია საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციით, "ბეშიქთაში", რომელიც მიმდინარე სეზონში არადამაჯერებლად ასპარეზობს და ჩემპიონატის ლიდერ "გალათასარაის" ქულათა სოლიდური სხვაობით ჩამორჩება, მომდენო სეზონისთვის გაძლიერებას გეგმავს და ორ შემტევს აქტიურად აკვირდება.

თურქული წყარო აღნიშნავს, რომ "ბეშიქთაშის" მთავარი სამიზნე "მიდტიულანდის" ფრანკულინო ჯუა, თუმცა ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში, მზადაა "ლიონს" მიქაუტაძის სანაცვლოდ 20 მილიონი ევრო შესთავაზოს. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძის ტრანსფერი ცოტა ხნის წინ "გალათასარაის" სურდა, მაგრამ ფრანგულმა კლუბმა შეთავაზებული 25 მილიონი ევრო არ მიიღო, თავად მიქაუტაძეს კი "ლიონში" დარჩენა სურს.

შეგახსენებთ, მოქმედი კონტრაქტის თანახმად გიორგი მიქაუტაძე "ლიონში" 2028 წლის ზაფხულამდე დარჩება. ყველა ტურნირზე "ლიონის" მაისურით ჩატარებულ 32 მატჩში, მიქაუტაძემ 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები