Belive

"ჩემთვის ის ნომერ პირველია" - ტონი კროოსი ხვიჩა კვარაცხელიაზე

9 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ყოფილმა ნახევარმცველმა, ტონი კროოსმა, ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთის მოგების მთავარ კანდიდატად დაასახელა. კროოსმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ მისთვის, კვარაცხელია ყველა დანარჩენ კონკურენტზე მაღლა დგას. "ჩემთვის, ის ნომერ პირველი ფეხბურთელია". - განაცხადა გერმანელმა.

კროოსმა, კვარაცხელია გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის ექვსგზის გამარჯვებულმა, ქართველი, მსოფლიოს საუკეთესო გუნდში მოთამაშე საუკეთესო ფეხბურთელადაც მოიხსენია.

კვარაცხელიას, გასულ სეზონში, ბრწყინვალე სტატისტიკური მაჩვენებლები ჰქონდა. მისი გავლენა, განსაკუთრებით, ჩემპიონთა ლიგაზე გამოჩნდა, სადაც მან, 16 მატჩში, 10 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. კვარა, პსჟ-ს რიგებში, ლონდონის ჩელსის, ლივერპულისა და მიუნხენის ბაიერნის წინააღმდეგ, ერთ-ერთი გადამწყვეტი ფიგურა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩას მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის შესაძლებლობა არ მიეცა, მისი თამაშის ხარისხი და სტატისტიკა, გასათვალისწინებელი ფაქტორებია. ისიც ნიშანდობლივია, როდესაც ქართველს, ინდივიდუალურ დონეზე, ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდოს მოგებაში, პირველ ადგილზე, ისეთი ფეხბურთელი აყენებს, როგორიც ტონი კროოსია. შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონია, 26 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.

სხვა სტატიები